ჩვენს შესახებ
შენახვის წესები
საათები და სამკაულები შეინახეთ მშრალ, გრილ და მზის სხივებისგან დაცულ ადგილას. მოერიდეთ ტენიანობასა და ქიმიურ ნივთიერებებს. სასურველია თითოეული ნივთი ცალკე ყუთში ან რბილ ჩანთაში მოთავსდეს, რათა თავიდან აიცილოთ დაკაწვრა და დაზიანება.
აღიარებული ხარისხი
ჩვენი საათები იქმნება მათთვის, ვინც დეტალებში ხედავს სრულყოფილებას. მაღალი ხარისხის მასალები, ზუსტი მექანიზმი და დახვეწილი დიზაინი ერთიანდება, რათა თითოეულ წამს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს. Boss Time — დრო, რომელსაც სტილი აქვს.
გარანტია
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი პროდუქციის ხარისხზე და ვუზრუნველყოფთ მომხმარებლის დაცვას. ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტი შეძენიდან 14 დღის განმავლობაში შეიცვლება. შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება 1-წლიანი სარემონტო გარანტია, რომელიც მოიცავს ტექნიკური გაუმართაობის უფასო შეკეთებას.
მიწოდება და გადახდა (Worldwide Shipping)
მიწოდება რეგიონში 1-3 დღე . თბილისი - რუსთავი 24-48 სთ . • შეკვეთის მიღებისთანავე შეგიძლიათ გადაიხადოთ კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორებით. • ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ პროდუქციის საფასური ჩვენს საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკში. შეკვეთის გაფორმებისას შეიყვანეთ თქვენი ელფოსტა გადახდის დეტალების მისაღებად. (მიწოდება ხდება მსოფლიოს ნებისმიერ ლოკაციაზე)
დრო რომელიც გამოწვევებს უძლებს
ჩვენი ონლაინ მაღაზია შეიქმნა მათთვის, ვისთვისაც საათი მხოლოდ აქსესუარი არ არის – ეს არის საიმედო კომპანიონი ნებისმიერ გზაზე. ჩვენი ისტორია დაიწყო სურვილით, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა მხოლოდ უმაღლესი სტანდარტის, გამძლე და ელეგანტური მექანიზმები.
თითოეული მოდელი ჩვენს კოლექციაში საგულდაგულოდ არის შერჩეული. ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი ხარისხი დეტალებშია, სწორედ ამიტომ, ჩვენი საათები მზად არის გაგიძლოთ როგორც ექსტრემალურ პირობებში, ისე საქმიან შეხვედრებზე. აღმოაჩინეთ სტილისა და ფუნქციონალურობის იდეალური სინთეზი.
BOSS TIME
• მდიდრული სტილი მათთვის, ვინც დროს მართავს.




